weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალები გაუმართლებელი და შემაშფოთებელია – NATO

22:27 სამშაბათი, 13 აპრილი 2021

NATO-ს გენერალური მდივანი დონბასში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. იენს სტოლტენბერგი უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნას აფასებს როგორც „გაუმართლებელს, აუხსნელს და შემაშფოთებელს“.

NATO უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და რუსეთს, უკრაინასა და მის გარშემო სამხედრო მობილიზაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სამხედრო მობილიზაცია უკრაინასა და მის გარშემო, შეწყვიტოს პროვოკაციები და განმუხტოს სიტუაცია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

NATO-ს გენერალურ მდივანთან უკრაინის საკითხი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განიხილა. მათი საუბრის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა „ტვიტერზე“ პოსტით რუსეთს მოუწოდა, უკრაინის საზღვრებთან შეწყვიტოს „სამხედროების საშიში თავმოყრა და აგრესია“.

უკრაინული მხარის განცხადებით, მიმდინარე წელს ამ დროისთვის კონფლიქტის ზონაში 25 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო გასული წლის განმავლობაში – 50. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს მოუწოდა,დაჩქარდეს უკრაინის ალიანსში გაწევრიანება, რადგან ეს კონფლიქტის დასრულების ერთადერთი გზაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]