weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

კოსოვოს უდიდესი მეჩეთის იმამს ტერორიზმის წახალისებაში ედება ბრალი

16:17 სამშაბათი, 28 თებერვალი 2017

კოსოვოს საგანგებო პროკურორმა დედაქალაქ პრიშტინას უდიდესი მეჩეთის იმამს, შეფჩეთ კრასნიჩის ტერორიზმისკენ წაქეზება დასდო ბრალად, რადგან კოსოვოელი იმამი მლოცველებს ამხნევებდა, სირიაში და ერაყში წასულიყვნენ და ჯიჰადისთვის ემსახურათ.

გავრცელებულ განცხადებაში პროკურორი წერს, რომ იმამი შეფჩეთ კრასნიჩი თავის ქადაგებითა და სოციალური ქსელით მორწმუნეებს უბიძგებდა, წასულიყვნენ სირიასა და ერაყში ტერორისტული ქმედებების ჩასადენად. პრიშტინის პროკურატურის თანახმად, 51 წლის იმამი ამას შეგნებულად და განზრახ აკეთებდა. იმამს ბრალად ასევე ედება სიძულვილისკენ წაქეზება და ეროვნული, რასობრივი და რელიგიური შეუწყნარებლობა, აგრეთვე - გადასახადებისთვის თავის არიდება.

იმამი შეფჩეთ კრასნიჩი პრიშტინას ყველაზე დიდი და ყველაზე ძველი მეჩეთის წინამძღვარია.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]