weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ერაყში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერების წინააღმდეგ ავიაიერიში განხორციელდა

16:19 სამშაბათი, 14 თებერვალი 2017

ერაყის ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს სახლზე, სადაც სავარაუდოდ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი დაჯგუფების წარმომადგენლებს ხვდებოდა. „როიტერის“ ინფორმაციით, იერიშები 11 თებერვალს, ქვეყნის დასავლეთ რეგიონში განხორციელდა. ერაყის არმიამ გამოაქვეყნა იერიშის დროს ლიკვიდირებული ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 13 მეთაურის სახელები, თუმცა მათ შორის ალ-ბაღდადი არ არის.

გავრცელებული ინფორმაციით, ავიადარტყმები განახორციელა ამავე რეგიონში მდებარე ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ სამ სხვა ობიექტზეც, რის შედეგადაც 64 ბოევიკი იქნა მოკლული.

ერაყელი სამხედროების ინფორმაციით, გასულ კვირაში, ალ-ბაღდადი სირიის ქალაქ რაქადან ერაყში, ელ-ყაიმის მიმართულებით ექსკორტით გააცილეს. „როიტერი“ წერს ელ-ყაიმში დაჯგუფების ლიდერებს ქალაქ მოსულში განცდილ მარცხზე და ალ-ბაღდადის შემცვლელის შერჩევაზე უნდა ემსჯელათ.

ალ-ბაღდადი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი იბრაჰიმ ალ-სამარაია, წარსულში რამდენჯერმე დაიჭრა. მისი საჯარო აუდიომიმართვა ბოლოს გასული წლის ნოემბერში გავრცელდა, სადაც ის ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს ქალაქ მოსულის დაცვისკენ მოუწოდებდა.

მოსული დაჯგუფების უკანასკნელი ძირითადი საყრდენი ქალაქია ერაყში. ერაყის ძალებს მხარს აშშ უჭერს. მათ პირველი კამპანია მოსულის გასათავისუფლებლად დაიწყეს და გასულ თვეში ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილიდან ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების განდევნაც შეძლეს.

ერაყის შიიტურ სამხედრო დაჯგუფებებს კი ირანი უჭერს მხარს. ისინი მოსულის დასავლეთით ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ სუნიტ მებრძოლებს ებრძვიან და ცდილობენ ხელი შეუშალონ სირიაში მათ გადასვლას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]