weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არავაქცინირებულ მოგზაურებს მალტაში შესვლა აღარ შეეძლებათ

11:45 შაბათი, 10 ივლისი 2021

მალტის რესპუბლიკის ხელისუფლებამ აკრძალა ქვეყანაში იმ ტურისტების შეშვება, რომლებიც კორონავირუსზე აცრილები არ არიან. მალტა პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ამ დრომდე, გარკვეული ქვეყნებიდან მალტაში შესვლა PCR ტესტის უარყოფითი პასუხით დაშვებული იყო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალი შეზღუდვები 14 ივლისიდან ამოქმედდება. აცრის გარეშე ქვეყანაში შესვლა მხოლოდ 12 წლამდე ბავშვებს შეეძლებათ, იმ შემთხვევაში, თუ მათთან ერთად ვაქცინირებული მშობელი იმყოფება. ამასთან, მალტა ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტად მხოლოდ ევროპულ ან ბრიტანულ სერთიფიკატებს იღებს.

მალტის მცხოვრებლებს, რომლებიც არ არიან აცრილები, ქვეყნის დატოვება და უკან დაბრუნება აღარ შეეძლებათ.

ბოლო პერიოდში მალტაში მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი – გუშინ, 9 ივლისს, ინფიცირების 96 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 7 დელტა შტამი იყო.

ამასთან, მალტაში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 79% (346 000 მოქალაქე). ამ მაჩვენებლით მალტა ევროკავშირის ქვეყნებს შორის ლიდერია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]