weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ჰელმანდის პროვინციაში დანაღმული მანქანის აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა

13:29 ორშაბათი, 28 აგვისტო 2017

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 13 ადამიანი, მათ შორის ავღანეთის არმიის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები დაიღუპნენ, 18-მა ადამიანმა კი სზეულის დაზიანებები მიიღეს.

აფეთქება ნავას რაიონის ხალხმრავალ ბაზარში მოხდა. ჰელმანდის პროვინციის ამ რაიონში ბოლო კვირა ავღანეთის არმიისა და თალიბანის მებრძოლებს შორის უშეღავათო ბრძოლები მიმდინარეობდა. ავღანეთის არმიამ ნავას რაიონი გასულ თვეს გაათავისუფლა, თუმცა იქ კვლავ გრძელდება შეტაკებები.

27 აგვისტოს თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არ აუღია თალიბანს, რომელიც ჰელმანდის პროვინციის დიდ ნაწილს და დედაქალაქ ლაშქარ გაჰის მიმდებარე ტერიტორიებსაც აკონტროლებს.

შეგახსენებთ, რომ ჰელმანდის პროვინციაში მსგავსი ტერაქტი რამდენიმე დღის წინაც მოხდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]