weather cur horoscope tv
დეკემბერი 18, 2024

სექტემბრიდან თურქეთის სკოლებში ევოლუციის სწავლება აიკრძალება

12:39 სამშაბათი, 29 აგვისტო 2017

თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, „ღირებულებებზე დაფუძნებული“ განათლების სისტემით ქვეყანაში ევოლუციის სწავლება აიკრძალება. აღნიშნული ცვლილებები  ძალაში 2019 წლიდან უნდა შესულიყო, მაგრამ იგი უფრო ადრე, 2017 წლის სექტემბრიდან შევა.

წლის დასაწყისში უკვე ცნობილი იყო, რომ თურქეთის საგანმანათლებლო სასწავლო გეგმაში აღარსად იყო ნახსენები სიტყვა „ევოლუცია“, რამაც მეცნიერების დამცველი ჯგუფების, ეკოლოგიისა და ევოლუციური ბიოლოგიის საზოგადოების სერიოზული აღშფოთება გამოიწვია.

თურქეთის განათლების საბჭოს თავმჯდომარე ალფასლან დურმუშმა საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნის დაწყებით და საშუალო საგანმანათლებლო-სასწავლო პროგრამაში შესული ცვლილებები განმარტა, რომლებიც ძირითადად ეხება მე-9 კლასის თემას - სიცოცხლის წარმოშობა და ევოლუცია. დურმუშის თქმით, ამოღებულია ისეთი საკამათო თემები, რომლებსაც ამ ასაკის მოსწავლეები ჯერ კიდევ ვერ გაიგებენ, რაც ასევე დაადასტურა თურქეთის განათლების მინისტრმა ისმეთ ილმაზმა.

თურქული აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება, რადგან ისეთი ფუნდამენტური საკითხის შესახებ შესაფერისი საფუძვლის გარეშე, როგორიცაა - თუ როგორ და რატომ წარმოიშვა და განვითარდა სიცოცხლე, მნიშვნელოვნად დაზიანდება მომავალ მეცნიერთა თაობები. გავრცელებული აზრით, ცვლილებები დაფუძნებულია არა პედაგოგიაზე, არამედ - პოლიტიკაზე.

შეგახსენებთ, რომ სასწავლო პროგრამაში ბოლო წლებში შესულ სხვა ცვლილებათა შორისაა მუსტაფა ქემალ ათათურქის სწავლისადმი დათმობილი დროის შემცირება, ცვლილებები რელიგიის სწავლებაში, არჩევით საგნად ჯიჰადის ცნების შესწავლის დამატება და ა. შ.  ქვეყნის ამჟამინდელმა მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეთაურობით, გარკვეული ცვლილებები შეიტანა რელიგიურ თავისუფლებებში, მათ შორის: მოხსნა თავსაბურავების ტარების აკრძალვა და გაზარდა რელიგიურ სკოლათა რაოდენობა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]