weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვაქცინაცია სიყვარულის აქტია – რომის პაპი ადამიანებს მოუწოდებს COVID-19-ზე აიცრან

11:28 ოთხშაბათი, 18 აგვისტო 2021

კათოლიკური ეკლესიის მეთაური, პაპი ფრანცისკე ადამიანებს მოუწოდებს, კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრან. ამის შესახებ რომის პაპმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„ღვთის წყალობით და მრავალი ადამიანის მუშაობის წყალობით, ახლა გვაქვს ვაქცინები, რომლებიც COVID-19-სგან გვიცავენ. მათ მოიტანეს იმედი, რომ პანდემია დასრულდება, თუმცა ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინები ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის და თუ ჩვენ ერთმანეთთან ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა რომის პაპმა.

მისივე თქმით, ვაქცინები ავტორიზებულია პატივსაცემი ორგანოების მიერ და მათი გაკეთება სიყვარულის აქტია, ისევე როგორც ამაში სხვებისთვის დახმარების გაწევა.

„ეს არის სიყვარული საკუთარი თავის მიმართ, სიყვარული ჩვენი ოჯახებისა და მეგობრების, სიყვარული ყველა ადამიანის მიმართ. სიყვარული ასევე სოციალური და პოლიტიკურია“, – განაცხადა პაპმა.

მან აღნიშნა, რომ სოციალური და პოლიტიკური სიყვარული იქმნება „მცირე, ინდივიდუალური ჟესტების საშუალებით, რომელთაც შეუძლიათ, გარდაქმნან და გააუმჯობესონ საზოგადოებები“.

„ვაქცინაცია არის მარტივი, მაგრამ ერთმანეთზე, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველებზე ზრუნვისთვის სერიოზული ნაბიჯი. ვლოცულობ, რომ თითოეულმა თქვენგანმა შეძლოს სიყვარულის ამ მცირე ჟესტის გაკეთება, მნიშვნელობა არ აქვს რამდენად მცირეა ის, სიყვარული ყოველთვის დიადია. მცირე ჟესტები უკეთესი მომავლისთვის“, – ამბობს რომის პაპი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]