ლეონარდო დიკაპრიოს საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელ ტერი ტამინენის თქმით, იმედი აქვთ, რომ მსახიობს სხვებიც მიბაძავენ.
ცნობილია, რომ „ჰარვის“ შედეგად დაზარალებულებს სხვა ამერიკელი ვარსკვლავებიც დაეხმარნენ, მათ შორის: ოსკაროსანი მსახიობი სანდრა ბულოკი, სუპერმოდელი კიმ კარდაშიანი, მომღერალი ბიონსე და კომიკოსი კევინ ჰარტი.
შეგახსენებთ, რომ ლეონარდო დიკაპრიოს, რომელიც გარემოსდამცველი აქტივისტიცაა, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად თანხა წარსულშიც გადაურიცხავს - 2012 წელს ქარიშხალ „სენდის“ დროს და 2010 წელს ჰაიტიზე დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ.