weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დიკაპრიომ ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მილიონი დოლარი გაიღო

11:52 ხუთშაბათი, 31 აგვისტო 2017

ჰოლივუდის ოსკაროსანმა ვარსკვლავმა ლეონარდო დიკაპრიომ ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ერთი მილიონი დოლარი გადარიცხა. ამის შესახებ ფონდ United Way-ს ხელმძღვანელმა ბრაიან გალაგერმა განაცხადა.

ლეონარდო დიკაპრიოს საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელ ტერი ტამინენის თქმით, იმედი აქვთ, რომ მსახიობს სხვებიც მიბაძავენ.

ცნობილია, რომ „ჰარვის“ შედეგად დაზარალებულებს სხვა ამერიკელი ვარსკვლავებიც დაეხმარნენ, მათ შორის: ოსკაროსანი მსახიობი სანდრა ბულოკი, სუპერმოდელი კიმ კარდაშიანი, მომღერალი ბიონსე და კომიკოსი კევინ ჰარტი.

შეგახსენებთ, რომ ლეონარდო დიკაპრიოს, რომელიც გარემოსდამცველი აქტივისტიცაა, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად თანხა წარსულშიც გადაურიცხავს - 2012 წელს ქარიშხალ „სენდის“ დროს და 2010 წელს ჰაიტიზე დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]