პენტაგონის გაერთიანებული შტაბის გენერალ-ლეიტენანტმა კენეტ მაკკენზიმ განაცხადა, რომ სრული შემოწმების თანახმად, ავღანეთში ამჟამად 11 000-მდე ამერიკელი სამხედრო იმყოფება. აქამდე პენტაგონის ეს მონაცემი წინა პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ შემოღებული შეზღუდვის ფონზე 8400-მდე სამხედროს უტოლდებოდა.
ჯარისკაცთა რაოდენობაზე სამხედრო პირები დიდი ხანია აღიარებენ, რომ ავღანეთში ამ შეზღუდვით გათვალისწინებულ რაოდენობაზე ბევრად მეტი სამხედრო იყო, თუმცა მეთაურები სამხედროებს გადაადგილებდნენ და ბევრს „დროებითი“ სტატუსი ჰქონდა, რა გზითაც ხელოვნურად ამცირებდნენ რაოდენობას.
პენტაგონის პრესმდივან დანა ვაითის თქმით, ახალი მონაცემით საქმე არ გვაქვს სამხედროთა რაოდენობის გაზრდასთან და დაზუსტებული მონაცემი წარმოადგენს გამჭვირვალობის გაზრდის მცდელობას აშშ-ის სამხედროთა სრული რაოდენობის შესახებ.