weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობის 70% სრულად ვაქცინირებულია

17:31 სამშაბათი, 31 აგვისტო 2021
ფოტოზე - ურსულა ფონ დერ ლაიენი ფოტოზე - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობის 70% (250 მილიონზე მეტი ადამიანი) კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად არის ვაქცინირებული.

„ეს ნამდვილად არის დიდი მიღწევა, რაც აჩვენებს, რისი გაკეთება შეგვიძლია, როდესაც ერთად ვმუშაობთ. მაგრამ პანდემია დასრულებული არ არის და ფხიზლად უნდა ვიყოთ. შესაბამისად, საჭიროა უფრო მეტი ევროპელის სწრაფად აცრა, რათა თავიდან ავიცილოთ ინფექციის ახალი ტალღა და შევაჩეროთ ახალი ვარიანტების წარმოშობა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვიდეომიმართვაში.

მან ყველას, ვისაც შეუძლია, ვაქცინაციისკენ მოუწოდა, რადგან „ეს ერთადერთი საშუალებაა საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად“.

„ჩვენ ასევე უნდა დავეხმაროთ დანარჩენ მსოფლიოს ვაქცინაციაში. ევროკავშირი უკვე ბევრს აკეთებს. ჩვენ ვუგზავნით და ვჩუქნით ვაქცინებს ჩვენს პარტნიორებს და ვართ COVAX-ის მთავარი კონტრიბუტორი, მაგრამ საჭიროა უფრო მეტის გაკეთება. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას, რადგან მხოლოდ იმ შემთხვევაში დავასრულებთ ამ პანდემიას, თუ მას დავამარცხებთ დედამიწის ყველა კუთხეში“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეისთვის სრულად ვაქცინირებულია 393 764 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 13.8%-ია. ვაქცინაციის ეროვნული გეგმა წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის (1 691 214 ადამიანი) სრულად აცრას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]