weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

11 სექტემბრის ტერაქტიდან დღეს 20 წელი გავიდა

12:43 შაბათი, 11 სექტემბერი 2021

20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2001 წლის 11 სექტემბერს, ტერორისტული ორგანიზაცის „ალ ქაიდას“ თვითმკვლელი მებრძოლები ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებსა და ვაშინგტონში, პენტაგონის შენობას გატაცებული თვითმფრინავებით დაეჯახნენ. ტერაქტის შედეგად 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თანამოქალაქეებს ერთობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ყველას ერთისა და იმავის უნდა სჯეროდეს, არამედ ნიშნავს ერთმანეთის პატივიცემას და რწმენას.

„ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას, ვინც გარისკა და სიცოცხლე გაიღო იმ წუთებში, იმ საათებში, შემდეგ თვეებსა და წლებში: მეხანძრეებს, პოლიციის ოფიცრებს, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტექნიკოსებს და მშენებლებს, ექიმებს და ექთნებს, რწმენის ლიდერებს, ვეტერანებს, ყველა ადამიანს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა გადარჩენისთვის, აღდგენისა და ხელახლა აშენებისთვის“, – თქვა ჯო ბაიდენმა.

მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წელი გავა, ეს თარიღი ყველაფერს მტკივნეულად აბრუნებს უკან.

„სინათლის სვეტები“ ნიუ-იორკში, რომელიც ყოველი წლის 11 სექტემბერს ინთება

11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად 2977 ადამიანი დაიღუპა. მხოლოდ ნიუ-იორკში მომხდარს 343 მეხანძრის სიცოცხლე ემსხვერპლა. გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც სხვადასხვა დაზიანება თუ ქრონიკული დაავადება, მათ შორის, ემოციური ტრავმა მიიღეს.

11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ აშშ-მა „ალ ქაიდას“ ლიდერზე ოსამა ბინ ლადენზე ნადირობა გამოაცხადა და ასე დაიწყო მრავალწლიანი კონტრტერორისტული ოპერაცია ავღანეთში. ბინ ლადენი იპოვეს და მოკლეს მხოლოდ 2011 წელს და არა ავღანეთში, არამედ პაკისტანში.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთის მისია 11 სექტემბრის ტერაქტის მე-20 წლისთავამდე ცოტა ხნით ადრე დაასრულა და საკუთარი ჯარები გაიყვანა. ავღანეთის ხელისუფლებაში კვლავ ისლამიური მოძრაობა „თალიბანი“ დაბრუნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]