weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოლდოვაში რუსი გენერალ-მაიორი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაცია არ შეუშვეს

17:44 პარასკევი, 01 სექტემბერი 2017

მოლდოვის სასაზღვრო სამსახურმა ქვეყანაში რუსეთის ოფიციალური პირები და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები არ შეუშვა. ისინი არაღიარებულ დნესტრისპირეთში, ტირასპოლში „დამოუკიდებლობის დღის“ აღსანიშნავ ღონისძიებაზე იყვნენ მიწვეულები, რომელიც 2 სექტემბერს იმართება.

არაღიარებული დნესტრისპირეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მესაზღვრეებმა რუსულ დელეგაციას დეპორტაცია კიშინიოვის აეროპორტში გაუკეთეს. დელეგაციაში შედიოდნენ რუსეთის სამხედრო ექსპერტთა კოლეგიის პრეზიდენტი, გენერალ-მაიორი ალექსანდრე ვლადიმეროვი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იგორ კოზაევის მეთაურობით და ფონდ „რუსსკი მირის“ დირექტორის თანაშემწე ვსევოლოდ ჟელეზნოვი.

გარდა ამისა, მოლდოვაში არ შეუშვეს რუსული გაზეთის „არგუმენტი ი ფაქტის“ მთავარი რედაქტორი იგორ ჩერნიაკი და ორი ბიზნესმენი. რუსული მედიის ინფორმაციით, მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა ინფორმაციისა და უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურებს მოსთხოვა განმარტება თუ რატომ უთხრეს უარი რუსული გაზეთის რედაქტორს ქვეყანაში შესვლაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]