weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა

10:42 შაბათი, 02 სექტემბერი 2017

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად, რომელიც ტეხასისა და ლუიზიანის შტატებს დაატყდა თავს, დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა.

ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან დახმარების მისაღებად 310 ათასზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ დახმარების სახით უკვე გამოყო 530 მილიონი აშშ დოლარი.

ქარიშხალი „ჰარვი“ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ქარიშხალია უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში. ზარალი კი, წინასწარი მონაცემებით, 30 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]