საქართველოში აღნიშნული პლატფორმები მიუწვდომელი ორშაბათს, 4 ოქტომბერს, დაახლოებით 19:40 საათზე გახდა.
„ვიცით, რომ ზოგიერთ მომხმარებელს არ აქვს წვდომა ჩვენს აპლიკაციებსა და პროგრამებზე. ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე დავუბრუნოთ ყველაფერი ნორმალურ მუშაობას. ბოდიშს ვიხდით შექმნილი უხერხულობისთვის“, – ეს განცხადება Facebook-მა Twitter-ზე გამოაქვეყნა.
New York Times-ის რეპორტიორის ცნობით, წყობიდან გამოვიდა არა მხოლოდ კომპანია Facebook-ის სერვერები, არამედ შიდა საკომუნიკაციო პლატფორმებიც, რის გამოც კომპანიის თანამშრომლებს მუშაობა არ შეეძლოთ. დამატებით, Twitter-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამშრომლები სამუშაო ადგილზე შესვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან მათ საიდენტიფიკაციო ბარათები არ მუშაობდა.
Bloomberg-ის თანახმად, Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ზაკერბერგმა კომპანიის აქციების ფასის ვარდნის გამო სულ მცირე 6 მილიარდი დოლარი უკვე დაკარგა.
ყოველდღიურად Facebook-ს 2 მილიარდი ადამიანი იყენებს. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია საქართველოში.