weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

მოლდოვის გენერალური პროკურორი, რომელსაც კორუფციაში ადანაშაულებენ, დააკავეს

10:07 ოთხშაბათი, 06 ოქტომბერი 2021

მოლდოვის გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო თანამდებობიდან გადააყენეს და 72 საათით დააკავეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე კორუფციის მუხლით არის აღძრული.

მოლდოვის იუსტიციის მინისტრის, სერგეი ლიტვინენკოს განცხადებით, სტოიანოგლოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე პროკურორთა უმაღლესი საბჭოს მიერ გუშინ დანიშნულმა პროკურორმა აღძრა. თავად უკვე ყოფილი გენერალური პროკურორი ამბობდა, რომ თანამდებობის დატოვების არც იურიდიული საფუძვლები გააჩნდა და არც მორალური უფლება.

სტოიანოგლო მის მიმართ ბრალდებებს უარყოფს. ის აცხადებს, რომ მოლდოვის ახალმა ხელისუფლებამ სცადა მისი დარწმუნება, აღეძრა სისხლის სამართლის საქმე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ და უარის შემდეგ, მისი დევნა დაიწყო.

„მე მესმის, რომ ამის მიღწევა სურს ახალ ხელისუფლებას, რომელმაც მიზნად დაისახა გენერალურ პროკურატურაზე პოლიტიკური კონტროლის დამყარება. თავდასხმები გენერალურ პროკურორზე, გენერალური პროკურორის დისკრედიტაცია და მისი შემდგომი გათავისუფლება არის მოქმედი ხელისუფლების, მათ შორის მოლდოვის პრეზიდენტის ნომერ პირველი საზრუნავი“, – განაცხადა ორშაბათს ალექსანდრ სტოიანოგლომ.

გენერალური პროკურორის საქმიანობის შესწავლა მოლდოვის მმართველი პარტიის დეპუტატის, ლილიან კარპის მოთხოვნით დაიწყო. დეპუტატმა სტოიანოგლო დაადანაშაულა კორუფციაში ერთ-ერთ უმდიდრეს ბიზნესმენთან, ვიაჩესლავ პლატონთან მიმართებაში. ბიზნესმენმა ქვეყანა ამ ზაფხულს დატოვა და ახლა ძებნილთა სიაშია. კარპის თქმით, გენერალურმა პროკურატურამ უკანონოდ გააუქმა პლატონის მიმართ წაყენებული ბრალდება, რის შემდეგაც იგი გაათავისუფლეს.

გარდა ამისა, პარლამენტის დეპუტატის თქმით, 2012 წელს, პარლამენტის ეროვნული უშიშროების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობისას, სტოიანოგლომ „ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შეიტანა ცვლილება, რამაც შესაძლებელი გახადა მოლდოვის საბანკო სისტემის მეშვეობით 70 მილიარდი აშშ დოლარის გათეთრება.

მოლდოვის პრეზიდენტმა, მარია სანდუმ არაერთხელ განაცხადა, რომ გენერალურ პროკურატურას, სტოიანოგლოს ხელმძღვანელობით, კორუფციასთან ბრძოლა არ შეეძლო.

ალექსანდრ სტოიანოგლო გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 2019 წელს დაინიშნა, როდესაც პრეზიდენტი იგორ დოდონი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]