weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ევროპელები რუსეთში „სპუტნიკით“ იცრებიან და „ფაიზერის“ ცნობას ყიდულობენ – პუტინი

14:43 პარასკევი, 22 ოქტომბერი 2021

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ევროპის ქვეყნების მოქალაქეები რუსეთში ჩადიან, რათა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით „სპუტნიკ V“-ით აიცრან, შემდეგ კი თავის ქვეყანაში „ფაიზერით“ ვაქცინაციის შესახებ ყალბ ცნობას ყიდულობენ.

„მოდიან ევროპული ქვეყნების მოქალაქეები, აქ, ჩვენთან იცრებიან „სპუტნიკით“, შემდეგ კი ყიდულობენ ცნობას, რომ „ფაიზერით“ არიან აცრილი. დიახ, სერიოზულად. ამას ამ ევროპული ქვეყნების ექიმები ამბობენ. მიაჩნიათ, რომ „სპუტნიკი“ უფრო სანდოა, უფრო უსაფრთხო“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა და აღნიშნა, რომ ამას რუსული ვაქცინის პროპაგანდის მიზნით არ ამბობს.

„სპუტნიკ V“, რომელიც 2020 წლის 11 აგვისტოს დარეგისტრირდა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ამ დრომდე არ არის ავტორიზებული გადაუდებელი გამოყენებისთვის. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ევროპის წამლის სააგენტო ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული ვაქცინის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას, დიდი ალბათობით, სულ მცირე 2022 წლის პირველ კვარტლამდე არ მიიღებს.

რუსულ ვაქცინას ამჟამად 70 ქვეყანაში იყენებენ, მათ შორის, სერბეთში, თურქეთში, ბრაზილიაში, არგენტინასა და ინდოეთში. ეს ვაქცინა შეიტანეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც - აფხაზეთსა და ცხინვალში.

რუსეთში 49.1 მილიონი ადამიანია კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]