weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რუსი ოპოზიციონერი ლიუბოვ სობოლი ამბობს, რომ აგვისტოში საქართველოში არ შემოუშვეს

09:36 შაბათი, 30 ოქტომბერი 2021

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანამებრძოლმა, იურისტმა ლიუბოვ სობოლმა განაცხადა, რომ აგვისტოს ბოლოს საქართველოში არ შემოუშვეს. ტელეკომპანია „დოჟდთან“ ინტერვიუში მან თქვა, რომ ოპერაციის გაკეთების შემდეგ საქართველოში შემოსვლას სომხეთიდან გეგმავდა.

„სომხეთიდან ცუდად დაფრინავენ თვითმფრინავები. საქართველოდან სხვა ქვეყანაში გამგზავრება უფრო ადვილია, მაგრამ, როდესაც საქართველოს საზღვართან მანქანით მივედით, გაგვაჩერეს, გვითხრეს, რომ დოკუმენტებში რაღაცას აზუსტებდნენ. ვვარაუდობ, რომ მათ ბაზაში ჩემი გვარის გასწვრივ რაღაც აღნიშვნა იყო, რადგან ქალმა მესაზღვრემ დოკუმენტების შეყვანის დროს, როგორც ჩანს, ნიშანი დაინახა. ჩემი თანმხლები პირი მაშინვე შეუშვეს, მე კი საზღვარზე ვიდექი. ერთი საათის შემდეგ ჩემთან თანამშრომელი მოვიდა, ვიდეო რეგისტრატორი ჩართო და მითხრა, რომ შესვლაზე უარი მეთქვა. შევეცადე მიზეზის დაზუსტებას, მაგრამ მითხრეს, რომ ვერაფრით დამეხმარებოდნენ“, – ამბობს პოლიტიკოსი.

ლიუბოვ სობოლის აზრით, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის გაფჭება არ სურს და ეს გადაწყვეტილებაც ამას უკავშირდება.

„მე არ გამიკეთებია არაფერი, რაც შეიძლებოდა შეეფასებინათ როგორც საქართველოსადმი მტრული. მე არ ვყოფილვარ აფხაზეთში, არ ყოფილა სხვა რიმე ისტორია, რომელსაც არამეგობრულად ჩათვლიდნენ. საქართველოში ბევრი ნაცნობი მყავს, მომწონს ეს ქვეყანა, კულტურა, ენა და საკმაოდ საწყენი და არასასიამოვნოა ასეთი გადაწყვეტილება, პირად დონეზეც კი. როგორც მესმის, ეს უბრალოდ დაკავშირებულია იმასთან, რომ ხელისუფლებას და ქვეყნის ხელმძღვანელობაში მყოფ პირებს არ უნდათ პუტინთან ურთიერთობის გაფუჭება“, – თქვა სობოლმა.

ის მიიჩნევს, რომ ახლა, საქართველოში მიზეზის განმარტების გარეშე შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი არ შემოუშვან. ლიუბოვ სობოლის თქმით, ეს რისკი არსებობს არა მხოლოდ პოლიტიკისების, არამედ უბრალო ადამიანების შემთხვევაშიც.

ლიუბოვ სობოლი ნავალნის მიერ დაფუძნებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ იურისტი იყო. აღნიშნული ორგანიზაცია რუსეთის ხელისუფლებამ ექსტრემისტულად ცნო და მისი საქმიანობა აკრძალა. სობოლის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის საქმეა აღძრული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]