weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მეორე მსოფლიო ომის დროინდელმა ბომბმა გერმანიაში ომისშემდგომი უდიდესი ევაკუაცია გამოიწვია

14:25 ორშაბათი, 04 სექტემბერი 2017

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში რამდენიმე ათასი ადამიანის მასშტაბური ევაკუაცია განხორციელდა, რისი მიზეზიც მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბრიტანული საავიაციო ბომბი გახდა. 60 ათასი ადამიანის ქალაქიდან გაყვანა გერმანიაში ომისშემდგომი ისტორიის ყველაზე დიდი ევაკუაცია აღმოჩნდა.

გერმანელმა სპეცსამსახურებმა გულდასმით შეამოწმეს ტერიტორია, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ იქ აღარავინ იყო დარჩენილი. ამის შემდეგ დაიწყო ბომბის გაუვნებელყოფის პროცესი.

ბომბი 29 აგვისტოს აღმოაჩინეს გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტურ ქალაქში წარმოებული სამშენებლო სამუშაოებისას. ბომბი ორ ტონამდე იწონის და ტონანახევარ ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიცავს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს გერმანიაში უკვე განხორციელდა მსგავსი ტიპის ევაკუაცია, როდესაც ჰანოვერში სამი ბომბის გაუვნებელყოფისას 50 ათასამდე ადამიანი ქალაქიდან გაიყვანეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]