weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

2017 წლის ბოლოს ჩინეთში სპილოს ძვლით ვაჭრობა მთლიანად აიკრძალება

14:49 ოთხშაბათი, 11 იანვარი 2017

ჩინეთში, სადაც სპილოს ძვლით ვაჭრობა კოლოსალური მასშტაბით იმართებოდა, ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა მთელ პლანეტაზე არსებული სპილოების დასაცავად.

ველური სამყაროს კონსერვაციის საზოგადეობის (WCS) აზიის განყოფილების დირექტორის, აილი კანგის განცხადებით, სპილოს ძვლის უდიდესი ბაზარი დაიხურება და ის ამაყია საკუთარი სამშობლოთი, რომელიც ცხოველს გადაშენებისგან იხსნის.

დღეისთვის ყოველწლიურად 20 ათასიდან 30 ათასამდე სპილოს კლავენ მთელ მსოფლიოში მათი ძვლით ვაჭრობის გამო. უკანასკნელი შვიდი წლის მანძილზე სავანებში სპილოების რაოდენობა 30%-ით შემცირდა. აფრიკაში მათი რიცხვი 400 ათასია.

ბრაკონიერებს სპილოს ძვალი ძირითადად აზიაში გააქვთ, სადაც, რაღა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ბაზარი ჩინეთში იყო, თუმცა ახალი გადაწყვეტილებით ქვეყანაში წლის ბოლომდე ყოველგვარი ვაჭრობა აიკრძალება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]