weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კოალიციურმა არმიამ სირიაში „ისლამური სახელწმიფოს“ 85 მებრძოლი გაანადგურა

14:02 სამშაბათი, 05 სექტემბერი 2017

სირიაში აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა სამხედრო კოალიციამ ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაცია განახორციელა, რის შედეგადაც ლიკვიდირებულ იქნა 85 ექსტრემისტი.

ოპერაცია სირიის აღმოსავლეთში მოეწყო და განხორციელდა „ისლამური სახელმწიფოს“ საავტომობილო კოლონის გასწვრივ, რომეიც მანამდე სირიის ხელისუფლებამ ლიბან-სირიის საზღვარზე გაატარა.

„ისლამური სახელწმიფოს“ მებრძოლებთან ერთად განადგურებულია 40-მდე სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის საბრძოლო მანქანები.

ამავდროულად, სირიის სახელმწიფო მედიის თანახმად, სამთავრობო არმიისა და მოკავშირეების ძალები აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ დეირ აზ-ზორს უახლოვდებიან, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ სამი წლის განმავლობაში იყო ალყაშემორტყმული. სირიის ტელევიზია იტყობინებოდა, რომ არმია სამ კილომეტრში მიუახლოვდა ქალაქს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რუსული ავიაცია ჰაერიდან უწევს მხარდაჭერას იერიშს.

„ისლამური სახელმწიფო“ დეირ აზ-ზორს, რომელიც სირიის ნავთობის მრეწველობის ცენტრის ნახევარს წარმოადგენს, სირიაში ექსტრემისტული გაერთიანების ბოლო საყრდენი პუნქტია, მის დე ფაქტო დედაქალაქ რაქასთან ერთად.  გაეროს ვარაუდით, დეირ აზ-ზორში 90 ათასზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს. მათი სურსათით მომარაგება თვითმფრინავებით ხდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]