weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

აშშ-ს უძლიერესი ქარიშხალი „ირმა“ უახლოვდება

12:29 ოთხშაბათი, 06 სექტემბერი 2017

კარიბის აუზის კუნძულებსა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს ქარიშხალი ირმაუახლოვდება, რომელიც ტლანტის ოკეანეში ბოლო ათწლეულის ყველაზე ძლიერ ქარიშხლად არის მიჩნეული. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ფლორიდის შტატში, ასევე პუერტო-რიკოსა და ვირჯინიის კუნძულებზე.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, „ირმამ“ უკვე მიაღწია მეხუთე, მაქსიმალურ კატეგორიას და სიძლიერით ქარიშხალ „ჰარვის“ აღემატება, რომელმაც ცოტა ხნის წინ ტეხასს გადაუარა და კატასტროფული წყალდიდობა გამოიწვია. „ირმას“ სიჩქარემ მის ცენტრში 300 კმ/სთ-ს მიაღწია.

სტიქიის გამო დახურულია აეროპორტები. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, ფლორიდის ქალაქ კი-უესტიდან ტურისტებისა და მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ქარიშხლის შესახებ გაფრთხილების შემდეგ მთელ შტატში, მაღაზიებში რიგები წარმოიშვა და ბევრი სავაჭრო ცენტრი დაცარიელდა. ხალხი საკვებსა და წყალს იმარაგებს.

25 აგვისტოს ტეხასის შტატს მე-4 კატეგორიის ქარიშხალი „ჰარვი“ დაატყდა თავს, რის შედეგადაც შტატის მეოთხედი წყლით დაიფარა. დაიღუპა სულ მცირე 47 ადამიანი, 100 ათასზე მეტი სახლი მთლიანად განადგურდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]