weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთი ყაზახეთში გზავნის 45-ე ბრიგადას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოდა – BBC

11:58 შაბათი, 08 იანვარი 2022
ფოტოკადრი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვიდეოდან ფოტოკადრი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვიდეოდან

ყაზახეთში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამშვიდობო ოპერაციაში ჩართული იქნება რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების 45-ე სპეცდანიშნულების ბრიგადა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომშიც იღებდა მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაცია BBC-ის რუსულმა სამსახურმა გაავრცელა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ყაზახეთში 45-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის გადაყვანა მიმდინარეობს. 

BBC-ის ცნობით, 45-ე ბრიგადა, რომელიც რუსეთის ჯარის ერთ-ერთი ყველაზე ელიტური დანაყოფია, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გარდა, 2014 წელს ყირიმის ანექსიაშიც მონაწილეობდა. ის ჩართული იყო სირიის ომშიც. 45-ე ბრიგადა ძირითადად რთული სადაზვერვო და დივერსიული ოპერაციების ჩატარებაშია სპეციალიზირებული. 

ОДКБ-ში რუსეთისა და ყაზახეთის გარდა გაერთიანებული არიან სომხეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. 6 იანვარს ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, სტანისლავ ზასმა განაცხადა, რომ საწყის ეტაპზე ყაზახეთში 2500 სამხედროს გაგზავნიან. 

მედიის ინფორმაციით, ყაზახეთში რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების 98-ე დივიზიის ჯარისკაცები და ოფიცრებიც მიავლინეს. BBC-ის თანახმად, ამ ქვედანაყოფის სამხედროები მონაწილეობდნენ „სამშვიდობო ოპერაციებში“ - 1996 წელს ბოსნია-ჰერცეგოვინაში, 1998 წელს აფხაზეთში, 1999 წელს კი კოსოვოში. 

ყაზახეთში, კერძოდ, მანგისთაუს ოლქში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები 2 იანვარს, თხევად ბუნებრივ აირზე ფასების ზრდის გამო დაიწყო. უკვე 4 იანვრისთვის აქციებმა ყველა დიდი ქალაქი მოიცვა, დემონსტრანტებმა კი მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. 4-5 იანვრის ღამეს, ქალაქ ალმათიში მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა.

საპროტესტო აქციების ფონზე, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი და შესაბამისად, მთლიანად მინისტრთა კაბინეტი გადადგა. პრეზიდენტმა კასიმ ჟომარტ-ტოკაევმა საგანგებო მდგომარეობა ჯერ ცალკეულ ოლქებში, შემდეგ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა. საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებამა ალმათსა და სხვა ქალაქებში რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა დაარბიეს და გადაწვეს. ტოკაევმა დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა და ქვეყანაში ე.წ. სამშვიდობო კონტინგენტის შეყვანა დაიწყო. 7 იანვარს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში წესრიგი აღდგა. ხელისუფლებამ დაპირისპირების გაღვივებაში გარე ძალები დაადანაშაულა. 

დღეს, 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი კარიმ მასიმოვი დააკავეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]