weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თეთრი სახლი – რუსეთი უკრაინას შესაძლოა ნებისმიერ მომენტში თავს დაესხას 

11:36 ოთხშაბათი, 19 იანვარი 2022

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება მიიჩნევს, რომ რუსეთი შესაძლოა ნებისმიერ დროს თავს დაესხას უკრაინას. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდვანმა, ჯენ საკიმ ბრიფინგზე განაცხადა. 

„ჩვენ გვჯერა, რომ ახლა ვართ ეტაპზე, როდესაც რუსეთი უკრაინას შესაძლოა ნებისმიერ მომენტში თავს დაესხას“, – განაცხადა პრეს-მდივანმა.

მისივე თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებისა და ოჯახის წევრების ევაკუაციისთვის დეკემბრის ბოლოდან ემზადებოდა.

„პრეზიდენტმა პუტინმა შექმნა ეს კრიზისი უკრაინის საზღვრებთან 100 000 რუსი სამხედროს თავმოყრით, მათ შორის, ახლახანს, ერთობლივი წვრთნებისთვის, რუსული ძალების ბელარუსში შეყვანით და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან დამატებითი წვრთნებით. ასე რომ, ნათლად რომ ვთქვათ, მიგვაჩია, რომ სიტუაცია უკიდურესად სახიფათოა“, – განაცხადა ჯენ საკიმ. 

მისივე თქმით, პრეზიდენტ პუტინის და რუსების ასარჩევია, დაზარალებიან მკაცრი ეკონომიკური შედეგებით თუ არა.

თეთრი სახლის პრეს-მდივნის თქმით, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ჟენევაში შეხვდება, რა დროსაც რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისთვის. მანამდე, ბლინკენი უკრაინის დედაქალაქს ეწვევა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდება.

თეთრი სახლის განცხადებებს აშშ-ში რუსეთის საელჩო გამოეხმაურა. მათი განცხადებით, რუსეთი ვინმეზე თავდასხმას არ აპირებს.

„მოვუწოდებთ შეწყვიტონ ისტერიკა და ნუ გაამწვავებენ დაძაბულობას დონბასის პრობლემის გარშემო. რაც მთავარია, ნუ წააქეზებენ კიევში „ცხელ თავებს“ ახალი პროვოკაციებისკენ“, – აცხადებენ რუსეთის საელჩოში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]