weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბრიტანეთში საჯარო სივრცეში პირბადის ტარება და კოვიდ-სერტიფიკატები სავალდებულო აღარ იქნება 

11:01 ხუთშაბათი, 20 იანვარი 2022

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ 26 იანვრიდან ქვეყანაში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის საჯარო ადგილებში პირბადის ტარების სავალდებულოობა და კოვიდ-სერტიფიკატები, გაუქმდება. ჯონსონის თქმით, მთავრობა აღარ გასცემს რეკომენდაციას სახლიდან მუშაობის შესახებ.

19 იანვარს, პარლამენტში გამოსვლისას ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყანა აუქმებს გეგმა „ბ“-ს და უბრუნდება „ა“-ს ბუსტერ დოზების პროგრამის წარმატებით განხორციელების გამო და იმის გათვალისწინებით, თუ როგორ შეასრულა ხალხმა გეგმა „ბ“. დიდი ბრიტანეთის მასშტაბით 36 მილიონი ბუსტერი გაკეთდა, მათ შორი, 60 წელს გადაცილებულთა შორის 90% ბუსტერით არის აცრილი. 

კოვიდ-სერტიფიკატები სავალდებულო აღარ იქნება, მაგალითად, ღამის კლუბებში ან ხალხმრავალ ღონისძიებეზე და ეს მხოლოდ რეკომენდაციად დარჩება. 

„შედეგად, მომდევნო კვირის ხუთშაბათიდან სავალდებულო სერტიფიკატები გაუქმდება. რა თქმა უნდა, ორგანიზაციებს შეუძლიათ ნებაყოფლობით აირჩიონ სერტიფიკატების გამოყენება, მაგრამ ეს ინგლისში სავალდებულო აღარ იქნება. 

ამიერიდან მთავრობა ხალხს სახლიდან მუშაობას აღარ სთხოვს და მათ შეუძლიათ დამსაქმებლებს მოელაპარაკონ ოფისებში დაბრუნების შესახებ. 

მონაცემების ყურადღებით გაცნობის შემდეგ, მინისტრთა კაბინეტმა დაასკვნა, რომ რეგულაციების ვადის ამოწურვის შემდეგ სავალდებულო აღარ იქნება პირბადეების ტარება. ხვალიდან ჩვენ აღარ მოვითხოვთ პირბადეების ტარებას საკლასო ოთახებში“, – განაცხადა ჯონსონმა.

მთავრობა რეკომენდაციას უწევს პირბადეების გამოყენებას დახურულ ან ხალხმრავალ ადგილებში, განსაკუთრებით იქ, სადაც კონტაქტი ხდება იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ.

კანონით კვლავ სავალდებულო რჩება ინფიცირებულთა თვითიზოლაცია. ორშაბათს, თვითიზოლაციის ვადა 5 დღემდე შემცირდა. 

„რამდენადაც კოვიდი ენდემური ხდება, სამართლებრივი მოთხოვნები რჩევებითა და მითითებებით უნდა შევცვალოთ, რომლითაც ვირუსით დაავადებულ ადამიანებს მოვუწოდებთ, იყვნენ ფრთხილად და გაუფრთხილდნენ სხვებს“, – განაცხადა ჯონსონმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]