გარდა ამისა, იგივე საფრთხის გამო, აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებენ, უკრაინაში არ გაემზავრონ, ხოლო უკრაინაში მყოფებს – ქვეყანა დატოვონ.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რუსეთმა სამხედრო მოქმედებები შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიწყოს.
„გვსურს უკრაინაში მყოფმა აშშ-ის მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ უსაფრთხოების პირობები, განსაკუთრებით უკრაინის საზღვრების გასწვრივ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში და რუსეთის მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ უკრაინაში, არაპროგნოზირებადია და შესაძლოა გაუარესდეს ნებისმიერ დროს გაფრთხილების გარეშე. რუსეთის სამხედრო მოქმედება, უკრაინის ნებისმიერ ადგილზე, სერიოზულ გავლენას მოახდეს აშშ-ის საელჩოს შესაძლებლობაზე, უზრუნველყოს აშშ-ის მოქალაქეები საკონსულო სერვისებით, მათ შორის, დაეხმაროს მათ უკრაინის დატოვებაში“, – განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.
დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, თუ რუსეთი ვითარების ესკალაციის გზას აირჩევს, მძიმე შედეგებს მიიღებს.
„არსებობს ორი გზა, დიალოგი და დიპლომატია ან ესკალაცია და მძიმე შედეგები. ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, გადადგას ნაბიჯები ამ კრიზისის დეესკალაციისთვის, რათა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს ჰქონდეთ ურთიერთობა, რომელიც არ არის დაფუძნებული მტრობაზე ან კონფლიქტზე“, – განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.