weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჯონსონი კიევში: „იფიქრეთ ასევე საქართველოზე, მოლდოვაზე, სხვა ქვეყნებზე“

11:51 ოთხშაბათი, 02 თებერვალი 2022

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხე მხოლოდ უკრაინას არ ეხება, რადგან რუსეთის ფედერაცია ცდილობს ევროპაში გავლენის ახალი ზონების შექმნას. ჯონსონმა ეს განცხადება კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ეს აშკარა და არსებული საფრთხეა. ჩვენ ვხედავთ დიდი რაოდენობით ჯარების მოგროვებას, მზადებას ყველა სახის ოპერაციისთვის, რაც სამხედრო კამპანიას შეესაბამება. მიზეზი, რის გამოც ვფიქრობთ, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის ასე მნიშვნელოვანია, შეასრულოს ის როლი, რომელსაც ვასრულებთ დასავლეთის გაერთიანების მცდელობაში, არის ის, რომ ეს ნამდვილად ეხება უკრაინას, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მაგრამ ასევე საუბარია კიდევ უფრო დიდ რამეზე, საუბარია მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე. ეჭვი არ გვეპარება, რისი მიღწევა სურს აქ პრეზიდენტ პუტინს. მე ვფიქრობ, რომ ის ცდილობს, უკრაინის თავთან იარაღით მიჭერით, უკრაინის დაშინებით, შეგვაცვლევინოს ჩვენი შეხედულება იმაზე, რაც აბსოლუტურად ფანტასტიკური იყო.

როდესაც ბერლინის კედელი დაეცა, ახალგაზრდა კაცი ვიყავი. ჩვენ გვქონდა მთელი და თავისუფალი ევროპის დოქტრინა: ნებისმიერ ქვეყანას შეეძლო აერჩია თავისი დამოუკიდებელი სუვერენული ბედი მთელ ევროპულ ხმელეთზე - ეს იყო ფანტასტიკური რამ.

ახლა პრეზიდენტი პუტინი, რუსეთი ცდილობს შეარყიოს ეს არქიტექტურა და გადახაზოს ევროპის უსაფრთხოების რუკა, შექმნას გავლენის ახალი ზონები. ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინას. იფიქრეთ ასევე საქართველოზე, მოლდოვაზე, სხვა ქვეყნებზე“, – განაცხადა ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ვლადიმერ პუტინი უკან დაიხევს და მხარეები დიალოგში ჩაერთვებიან. ამასთან, მან რუსეთი გააფრთხილა, რომ უკრაინაში კვლავ შეჭრის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი რუსეთის სტრატეგიული და ინდივიდუალური კომერციული ინტერესებისა წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს. 

„უკრაინაში 200 000 შეიარაღებული კაცი და ქალია, რომლებიც ძალიან, ძალიან სასტიკ და სისხლიან წინააღმდეგობას გაწევენ. რუსეთში მშობლები, დედები ამაზე უნდა დაფიქრდნენ“, – თქვა ჯონსონმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]