weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთის ხელისუფლება Deutsche Welle-ს მაუწყებლობას აჩერებს და რუსულ ბიუროს ხურავს

18:28 ხუთშაბათი, 03 თებერვალი 2022

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ფედერაციის ტერიტორიაზე გერმანული საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანიის Deutsche Welle-ს (DW) მაუწყებლობას აჩერებს და რუსული ბიუროს ყველა თანამშრომლის აკრედიტაციას აუქმებს. 

რუსეთის ხელისუფლებამ ასე უპასუხა გერმანიაში ტელეკომპანია Russia Today-ის გერმანულენოვანი სამსახურის (RT DE) მაუწყებლობის აკრძალვას. მოსკოვი DW-ს საკორესპონდენტო პუნქტს ხურავს და გერმანული მედიაკომპანიის „უცხოურ აგენტად“ გამოცხადების პროცედურასაც იწყებს. DW-ს, რომელსაც რუსულენოვანი ონლაინ საინფორმაციო პორტალიც აქვს, უცხოური აგენტის სტატუსი აქამდე არ ჰქონდა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შედგება გერმანიის იმ სახელმწიფო და საზოგადოებრივი სტრუქტურების წარმომადგენელთა სია, რომლებსაც კავშირი აქვთ RT DE-ს მაუწყებლობის შეზღუდვასთან და რუსულ მედია ოპერატორზე სხვაგვარ ზეწოლასთან, რის შემდეგაც მათ რუსეთში შესვლა აეკრძალებათ. 

Russia Today-მ გერმანულ ენაზე მაუწყებლობა 16 დეკემბრიდან დაიწყო. 2 თებერვალს გერმანიის მედიის ლიცენზირებისა და ზედამხედველობის კომისიამ RT DE-ს თანამგზავრული და სხვა მაუწყებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო იმ მოტივით, რომ არხი ლიცენზიის გარეშე მუშაობდა. RT-ს მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ RT DE-ს „გერმანიასა და ევროპის სხვა 32 ქვეყანაში მაუწყებლობის ყველა უფლება“ აქვს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ არხმა თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზია სერბეთში მიიღო.

კომპანია Russia Today აერთიანებს ცხრა საინფორმაციო და დოკუმენტურ არხს და ონლაინ საინფორმაციო პორტალს ექვს ენაზე, მათ შორის, ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე. Russia Today სახელმწიფოსგან ფინანსდება და კრემლის როპაგანდის და დეზინფორმაციის გავრცელების ინსტრუმენტად მიიჩნევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]