weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სირიის არმიის განცხადებით ისრაელის ავიაციამ მისი სამხედრო ობიექტი დაბომბა

10:05 პარასკევი, 08 სექტემბერი 2017

სირიის არმია აცხადებს, რომ ისრაელის ავიაციამ დაბომბა მისი ობიექტი, რომელიც ქვეყნის დასავლეთ ნაწილშია განთავსებული. სამხედრო უწყების მიერ 7 სექტემბერს გავრცელებული განცხადებით, ლიბანის საჰაერო სივრციდან გამოშვებულმა რამდენიმე რაკეტამ მიზანში ამოიღო ქალაქ მასიაფთან მდებარე ობიექტი, მოკლა ორი ადამიანი და გამოიწვია მატერიალური ზარალი.

განცხადებაში ასევე გამოთქმულია გაფრთხილება, რომ ამ აგრესიულმა მოქმედებამ შესაძლოა სახიფათო გავლენა იქონიოს რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. ისრაელს, რომელსაც წარსულშიც აქვს სირიაზე მიტანილი საჰაერო იერიშები, ამ მოვლენებზე განცხადება არ გაუვრცელებია.

ქალაქი მასიაფი 60-მდე კილომეტრითაა მოშორებული სანაპირო ქალაქ ტარტუსს, სადაც რუსეთს სამხედრო ობიექტი აქვს. დიდ ბრიტანეთში არსებული სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია აცხადებს, რომ ისრაელის შეტევის სამიზნე იყო სირიის სამეცნიერო და კვლევითი უწყება. აშშ ამ უწყებას ადანაშაულებს მომწამვლელი გაზის, ზარინის შემცველი იარაღის შემუშავებაში, რომელიც გავრცელებული ცნობების თანახმად აპრილში მეამბოხეთა კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქში გამოიყენეს. 6 სექტემბერს გაეროს გამომძიებლებმა გაავრცელეს დასკვნა, რომ მომწამვლელი გაზით თავდასხმა, რომელსაც სულ მცირე 83 ადამიანი ემსხვერპლა, სირიის მთავრობის ძალების მიერ იყო მოწყობილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]