weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბაიდენმა აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა

15:20 პარასკევი, 11 თებერვალი 2022

ომის საფრთხის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა. 10 თებერვალს, NBC News-თან ინტერვიუს დროს, ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკელები ახლავე უნდა გაემგზავრონ უკრაინიდან. 

„ჩვენ საქმე გვაქვს არა ტერორისტულ ორგანიზაციასთან, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ არმიასთან. ეს სხვა სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება სწრაფად აირიოს“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, მოვლენების განვითარების რა სცენარმა შეიძლება აიძულოს უკრაინაში ამერიკელების გადასარჩენად ჯარის გაგზავნა, რაზეც ბაიდენმა თქვა, რომ ასეთი სცენარი არ არსებობს. 

„როდესაც ამერიკელები და რუსები ერთმანეთისთვის სროლას იწყებენ, ეს მსოფლიო ომია“, – აღნიშნა მან. 

ბაიდენის თქმით, ის იმედოვნებს, რომ თუ პუტინი საკმარისად სულელი აღმოჩნდება იმისთვის, რომ შეიჭრას, ის ასევე საკმარისად ჭკვიანია საიმისოდ, რომ არ გააკეთოს არაფერი ისეთი, რაც ამერიკის მოქალაქეებზე უარყოფითად აისახება. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამის შესახებ პუტინთანაც უსაუბრია. 

2021 ბოლო თვეებიდან რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს უყრის თავს, თუმცა ხელისუფლება უარყოფს, რომ უკრაინაზე თავდასხმა აქვს განზრახული. დასავლეთის სახელმწიფოები აცხადებენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს მძიმე სანქციები ელის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]