weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთი და იაპონია ჩრდილოეთ კორეისგან მომდინარე საფრთხეზე შეთანხმდნენ

10:59 პარასკევი, 08 სექტემბერი 2017

რუსეთისა და იაპონიის ლიდერები აცხადებენ, რომ ორივეს აზრით, ჩრდილოეთი კორეა საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას, თუმცა როგორც ჩანს, კრემლი კვლავაც ეწინააღმდეგება ფხენიანისთვის გაეროს დამატებითი სანქციების დაწესებას.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ 7 სექტემბერს ვლადივოსტოკში შეხვედრა გამართეს იმ ფონზე, როდესაც აშშ გამოდის ინიციატივით, ფხენიანს დაეკისროს გაეროს სანქციათა ახალი რაუნდი მას შემდეგ, რაც ჩრდილ კორეამ მეექვსე ბირთვული გამოცდა მოაწყო.

აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის კულუარებში გამოსვლისას, პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კრიზისი მხოლოდ პოლიტიკური გზებით უნდა განიმუხტოს.

„ჩვენ ყველას გვჭირდება დაძაბულობის განმუხტვა და შემდეგ დიალოგის გამართვა დაინტერესებულ მხარეებს შორის, როგორც ამას ითვალისწინებს რუსეთ-ჩინეთის გეგმა, პრობლემის თანდათანობითი გადაჭრის შესახებ“ - უთხრა პუტინმა ჟურნალისტებს.

„ჩვენ სრულად შევთანხმდით, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული გამოცდის მოწყობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას კორეის ნახევარკუნძულსა და რეგიონში და წარმოადგენს მძიმე გამოწვევას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის გლობალური წყობისთვის“, - განაცხადა პრემიერმა აბემ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]