weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აშშ არ გამორიცხავს, რომ რუსეთი უკრაინაში ზამთრის ოლიმპიადის დასრულებამდე შეიჭრას

13:25 შაბათი, 12 თებერვალი 2022

რუსეთი, შესაძლებელია, უკრაინაში ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე შეიჭრას, ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებმა ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადეს. 

AP-ის ინფორმაციით, ბლინკენმა თქვა, რომ კვლავ ხედავენ რუსეთის მხრიდან ესკალაციის ძალიან შემაშფოთებელ ნიშნებს, მათ შორის, უკრაინის საზღვარზე ახალი ძალების მიყვანას.

„ჩვენ ვიმყოფებით დროის ფანჯარაში, როდესაც შეჭრა შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ დროს, მათ შორის, ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას“, – განაცხადა ბლინკენმა. 

ჯეიკ სალივანმა აშშ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალები არ გაამხილა, თუმცა ნათლად თქვა, რომ შეჭრა შეიძლება დაიწყოს ოლიმპიადის დროს, მიუხედავად მრავალი სპეკულაციისა, რომ ეს მხოლოდ ოლიმპიადის შემდეგ შეიძლება მოხდეს. 

„ახლა ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად განსაზღვროთ დღე და საათი, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის დამაჯერებელი ვარაუდი იმისა, რომ რუსული სამხედრო მოქმედება ოლიმპიადის დასრულებამდეც კი შეიძლება განხორციელდეს. 

როგორც აქამდე ვამბობდით, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ შემთხვევაში. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია. ჩვენ ასევე მზად ვართ ვუპასუხოთ გაბედულად, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, თუ რუსეთი გადაწყვეტს სამხედრო ქმედებებს. ჩვენი პასუხი მოიცავს მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს, ასევე, ძალების ცვლილებებს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას“, – განაცხადა სალივანმა.

მისივე თქმით, აშშ-ის მიერ პოლონეთში, რუმინეთსა და გერმანიაში გაგზავნილი ჯარისკაცები არ აპირებენ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად წასვლას. სალივანმა განმარტა, რომ ისინი დაიცავენ ნატოს ტერიტორიას და მიზნად ისახავენ ნატოს ტერიტორიის წინააღმდეგ აგრესიის შეჩერებას.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები, რომელიც ჩინეთის დედაქალაქში მიმდინარეობს, 20 თებერვალს სრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]