weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

უკრაინაში ეროვნული ერთობის დღეს აღნიშნავენ

18:05 ოთხშაბათი, 16 თებერვალი 2022

უკრაინაში დღეს, 16 თებერვალს, ეროვნული ერთობის დღეს აღნიშნავენ, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან თავდასხმის საფრთხის ფონზე დააწესა. 

ზელენსკის თქმით, ამ დღემ უკრაინელები ეროვნული იდეის გარშემო უნდა გააერთიანოს და აჩვენოს რუს პროპაგანდისტებს, რომ უკრაინელი ხალხი ერთიანია. 

„უკრაინელებს განსხვავებული შემოსავალი, პროფესია და აღმსარებლობა აქვთ, მაგრამ ყველას უყვარს თავისი სახლი და უნდა მშვიდობაში ცხოვრება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელებში კამპანია წამოიწყო და უკრაინელებს მოუწოდა, გადაიღონ ფოტო ან ვიდეო უკრაინის დროშით და სოციალურ ქსელში განათავსონ ჰეშთეგით – #UAразом. 

2021 წლის ბოლოდან რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან თავისი სამხედროების და საბრძოლო ტექნიკის განთავსება დაიწყო. სხვადასხვა ცნობით, სამხედროების რაოდენობა 100-დან 150 ათასამდეა. გამოითქვა ვარაუდი, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. აშშ-ის წარმომადგენლებმა არ გამორიცხეს, რომ ეს ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე, 20 თებერვლამდე მოხდება. 

რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში შეჭრის განზრახვას უარყოფს და უკრაინის საზღვრებთან ძალების მობილიზებას სამხედრო წვრთნებით ხსნის. 

გუშინ, 15 თებერვალს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დასავლეთ და სამხრეთ სამხედრო ოლქების ქვედანაყოფები წვრთნების შემდეგ სამხედრო ნაწილებში დასაბრუნებლად ემზადებიან, თუმცა, უწყებას არ დაუზუსტებია, რომელი რეგიონებიდან ხდება დაბრუნება. გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წვრთნებში მონაწილეობას აგრძელებენ სხვა სამხედრო ოლქები, საზღვაო და საჰაერო ძალები. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, ჯერ ვერ ხედავენ, რომ რუსეთს ჯარები გაჰყავს და დეესკალაციას ცდილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]