weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ცრუ ნარატივების გავრცელება რუსეთის მეთოდია, რომელსაც სამხედრო შეჭრამდე იყენებს – პრაისი

14:53 ხუთშაბათი, 17 თებერვალი 2022

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება და სამთავრობო მედია ცრუ ნარატივებს ავრცელებს, რომელიც შესაძლოა უკრაინაში შეჭრის საბაბად იქნეს გამოყენებული. პრაისის თქმით, რუსეთმა ამ მეთოდს უკვე მიმართა უკრაინაში და საქართველოში შეჭრის დროს. 

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენემა განაცხადა, აშშ ვერ ხედავს, რომ რუსეთს დეესკალაცია სურს. 

„რეალურად, ჩვენ საპირისპიროს ვხედავთ ბოლო კვირებში და ბოლო დღეებშიც კი: მეტი, და არა ნაკლები, რუსული ძალებია საზღვართან და ისინი გადადიან საბრძოლო პოზიციებზე. ეს ღრმა შეშფოთების მიზეზია.

ამავდროულად, როგორც უკვე გაგაფრთხილეთ, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსი ოფიციალური პირები და რუსული მედია ავრცელებენ მრავალ ამბავს, რომელთაგან რომელიმე შეიძლება გახდეს შეჭრის საბაბი. შეშფოთებული ვართ, რომ ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს და მსოფლიო ამისთვის მზად უნდა იყოს. 

ეს შეიძლება მოიცავდეს დონბასში უკრაინის სამხედრო მოქმედებების შესახებ განცხადებებს, ცრუ განცხადებებს აშშ-ის ან ნატოს მოქმედებებზე ხმელეთზე, ზღვაზე თუ ჰაერში, თუნდაც განცხადებებს რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის ან ნატოს შეჭრის შესახებ. 

ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ, რომ ვლადიმერ პუტინი და სხვა რუსი მაღალჩინოსნები დონბასთან დაკავშირებით იმეორებენ „გენოციდს“. ამ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

ეს არის ცრუ ნარატივები, რომლებსაც რუსეთი ავითარებს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების საბაბად გამოსაყენებლად“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

პრაისის თქმით, დეკემბერში, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ნატო და აშშ დაადანაშაულა, თითქოს ისინი გეგმავდნენ „პროვოკაციების მოწყობას“ დონბასში „არაიდენტიფიცირებული ქიმიური კომპონენტებით“ სავსე რეზერვუარების შეტანით, რომელსაც შემდგომ უკრაინა გამოიყენებდა. 

„ეს უკვე კარგად დოკუმენტირებული მეთოდია, რომელსაც რუსეთი იყენებს და უკვე გამოუყენებია უკრაინასა და საქართველოში, თუ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის, სირიაში სამხედრო შეჭრის დროს“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

მისივე თქმით, ადამიანებმა ჯანსაღი სკეპტიციზმი უნდა გამოიჩინონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი ცნობები რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებით ვრცელდება. ნედ პრაისის განცხადებით, დეზინფორმაცია რუსეთის დასაყრდენია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]