weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გვაქვს ყველა ნიშანი, რომ რუსეთი მზადაა თავს დაესხას უკრაინას – ბაიდენი

22:53 ხუთშაბათი, 17 თებერვალი 2022

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხე ახლა ძალიან მაღალია. შეკითხვაზე, თუ რატომ, ბაიდენმა თქვა, რომ ამის ყველა ნიშანი არსებობს.

„მათ [რუსეთს] არ გაუყვანიათ თავიანთი ჯარი. შეიყვანეს უფრო მეტი, ეს ერთი. მეორე - ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ისინი ჩართულნი არიან „ცრუ დროშის“ ოპერაციაში [საიდუმლო ოპერაცია, როდესაც რეალური თავდამსხმელი ცდილობს სხვა წარმოაჩინოს თავდამსხმელად], რათა ჰქონდეთ შესვლის საბაბი. ჩვენ გვაქვს ყველა ნიშანი, რომ ისინი მზად არიან შევიდნენ უკრაინაში, თავს დაესხან უკრაინას“, – განაცხადა 17 თებერვალს ბაიდენმა.

 შეკითხვას, კიდევ არსებობს თუ არა დიპლომატიური გზა, ბაიდენმა უპასუხა, რომ არსებობს.

ბაიდენის განცხადებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან მან აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას.

აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის საზღვართან 150 ათასამდე ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]