weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლუგანსკის და დონეცკის ლიდერებმა მოქალაქეთა რუსეთში ევაკუაცია გამოაცხადეს

19:30 პარასკევი, 18 თებერვალი 2022
ფოტოზე - დენის პუშილინი ფოტოზე - დენის პუშილინი

თვითგამოცხადებული ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერები მოსახლეობას მოუწოდებენ, უმოკლეს დროში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადავიდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, უკრაინა თავდასხმისთვის ემზადება.

„ევაკუირებულები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო ნივთით. საგუშაგოებზე ყველა პირობაა შექმნილი სწრაფი გადასვლისთვის“, – განაცხადა დონეცკის ლიდერმა, დენის პუშილინმა და აღნიშნა, რომ რუსეთში „მასობრივი ცენტრალიზებული გასვლა“ პირველ რიგში ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს ეხება.

ლუგანსკის მეთაურმა, ლეონიდ პასეჩნიკმა კი თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია მზად არის, ლუგანსკის მცხოვრებლების ორგანიზებულად მისაღებად. 

„დაზვერვის მონაცემებით, უკრაინელი აგრესორი გეგმავს არა მხოლოდ პროვოკაციების განხორციელებას შეხების ხაზზე, არამედ ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიაზე ღრმა შემოჭრის ორგანიზებას. ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ოჯახები, ჩვენი სახლები, ჩვენი მიწა. მე უკვე მივეცი ყველა საჭირო ბრძანება სახალხო მილიციას, რესპუბლიკის ძალოვან სტრუქტურებს. კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა მამაკაცს, ვისაც შეუძლია იარაღის ხელში აღება, იბრძოლოს მამულისთვის“, – განაცხადა ლეონიდ პასეჩნიკმა საგანგებო მიმართვაში.

დივერსიისა და შეტევის შესახებ სეპარატისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინის ხელისუფლება უარყოფს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა არ გეგმავს მსგავს ქმედებებს დონბასში და მხარს უჭერს ვითარების დიპლომატიურ დარეგულირებას.

 

ამ თემაზე:

გვაქვს ყველა ნიშანი, რომ რუსეთი მზადაა თავს დაესხას უკრაინას – ბაიდენი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]