weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„მათი სამიზნე კიევი იქნება“ – აშშ დარწმუნებულია, რომ პუტინმა შეჭრაზე გადაწყვეტილება მიიღო

12:41 შაბათი, 19 თებერვალი 2022

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო. 

მედიის შეკითხვაზე, აქვს თუ არა რაიმე ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს მიიღო თუ არა პუტინმა გადაწყვეტილება შეჭრაზე, ბაიდენმა განაცხადა:

„ამ მომენტისთვის დარწმუნებული ვარ, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება. ამის დასაჯერებელი საფუძველი გვაქვს“.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, ასევე აქვთ მიზეზი სჯეროდეთ, რომ რუსეთის ძალები უკრაინაზე დავდასხმას მომდევნო დღეებში გეგმავენ. 

„ჩვენ გვჯერა, რომ ისინი მიზანში ამოიღებენ უკრაინის დედაქალაქ კიევს, ქალაქს, სადაც 2.8 მილიონი უდანაშაულო ადამიანია. ჩვენ რუსეთის გეგმების შესახებ ხმამაღლა და არაერთხელ ვაცხადებთ არა იმიტომ, რომ კონფლიქტი გვსურს, არამედ იმიტომ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, რათა რუსეთს არ ჰქონდეს მიზეზი, რომლითაც უკრაინაში შეჭრას გაამართლებს და თავიდან ავიცილოთ მათი გადაადგილება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები დონბასში უკრაინის პროვოცირებას ცდილობენ. ამის მაგალითად ბაიდენმა საბავშვო ბაღის დაბომბვა დაასახელა.

„ასევე ვხედავთ უფრო და უფრო მეტ დეზინფორმაციას - რომელიც ვრცელდება რუსი საზოგადოების, მათ შორის, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტებისთვის - იმის შესახებ, რომ  უკრაინა დონბასში მასიური თავდასხმის განხორციელებას გეგმავს. ყოველგვარ ლოგიკას ეწინააღმდეგება იმის დაჯერება, რომ უკრაინელები კონფლიქტის ესკალაციისთვის აირჩევენ მომენტს, როდესაც მათ საზღვრებზე 150 000-ზე მეტი ჯარისკაცია განლაგებული“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ რუსეთი თავის გეგმებს განახორციელებს, ის იქნება პასუხისმგებელი კატასტროფული და არასაჭირო ომის არჩევანზე. 

„შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები მზად არიან დაიცვან ნატოს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ნებისმიერი საფრთხისგან“, – აღნიშნა ბაიდენმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]