„მან [მაკრონმა] შესთავაზა პრეზიდენტ ბაიდენსა და პრეზიდენტ პუტინს, შემდეგ კი ყველა დაინერესებულ მხარეს შორის სამიტის ჩატარება ევროპაში უსაფრთხოებისა და სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე სამსჯელოდ. ორივე პრეზიდენტმა ბაიდენმა და პუტინმა მიიღეს ასეთი სამიტის პრინციპი“, – ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში.
ამასთან, სამიტის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება.
24 თებერვალს, ერთმანეთს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უნდა შეხვდნენ. ასევე გაიმართება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის და ლავროვის შეხვედრაც. ელისეის სასახლის ინფორმაციით, არსებული კრიზისის გადასაწყვეტად უახლოეს დღეებში და კვირებში ინტენსიური დიპლომატიური მუშაობა გაგრძელდება.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა მიიღო პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის პრინციპი, თუ შეჭრა არ მოხდება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიპლომატიისთვის. ასევე მზად ვართ სწრაფი და მძიმე შედეგებისთვის, თუ რუსეთმა ომი აირჩია. ამჟამად, როგორც ჩანს, რუსეთი აგრძელებს მზადებას ძალიან მალე უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმისთვის“, – აცხადებს თეთრი სახლი.
კრემლში ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ პუტინისა და ბაიდენის შესაძლო შეხვედრის შესახებ. ამაზე არაფერია ნათქვამი პუტინისა და მაკრონის სატელეფონო საუბრის თაობაზე გავრცელებულ განცხადებაში.