weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა აღიარა

00:39 სამშაბათი, 22 თებერვალი 2022

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. ამასთან, მან ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების ლიდერებთან „მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების“ შესახებ შეთანხმებებს.

ორშაბათს, 21 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომის შემდეგ პუტინმა მოსახლეობას მიმართა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებზე საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.

„ჩვენ გვეუბნებიან: უკრაინა არ შევა ნატოში ხვალ, მაგრამ აშკარაა, რომ ეს დროის ამბავია. რუსეთისთვის სამხედრო საფრთხე გაიზრდება, რაკეტებს რუსეთამდე საფრენად 4-5 წუთი დასჭირდებათ. მათი მიზანია რუსეთის განვითარების შეკავება.

ხოლო კიევს არ აინტერესებს დონბასში მშვიდობიანი დარეგულირება და პირიქით, ცდილობს ორგანიზება გაუკეთოს ბლიცკრიგს, რაც უკვე მოხდა 2014-2015 წლებში. თითქმის ოთხი მილიონი ადამიანი, ვინც არ დაეთანხმა 2014 წელს უკრაინაში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ სახელმწიფო გადატრიალებას და იბრძვის საკუთარი მიწაზე ცხოვრების უფლების, ენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებისთვის, ექვემდებარება გენოციდს. ამიტომ, მე გადავწყვიტე მეღიარებინა დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. დარწმუნებული ვარ, რომ მხარს დამიჭერენ რუსეთის მოქალაქეები და ყველა პატრიოტული ძალა ქვეყნაში“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა კიევს მოსთხოვა, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები დონბასში, წინააღმდეგ შემთხვევაში, „პასუხისმგებლობა სისხლისღვრის შესაძლო გაგრძელებაზე მთლიანად იქნება უკრაინის ტერიტორიაზე მმართველი რეჟიმის სინდისზე“.  

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსი გმობს რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარებას. იენს სტოლტენბერგის თქმით, ეს ძირს უთხრის უკრაინაში სიტუაციის მოგვარების ძალისხმევას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]