weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მაკფოლი: თუ ომის ასახსნელად 1 საათი გჭირდება, შენს არგუმენტში არ ხარ დარწმუნებული 

12:45 სამშაბათი, 22 თებერვალი 2022

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი რუსეთში, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ მაკფოლი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წუხანდელი მიმართვა სავსე იყო ფაქტობრივი შეცდომებითა და „ველური შეთქმულების თეორიებით“.

„მაგრამ ასევე იყო უცნაური, ქაოტური, არაფოკუსირებული და არაშთამაგონებელი. და თუ შენი ომის ასახსნელად ერთი საათი გჭირდება, შენ არ ხართ დარწმუნებული შენს არგუმენტში.

მათ, ვინც ამტკიცებდა, რომ ნატოს კარის ჩაკეტვა უკრაინაში მშვიდობას შეინარჩუნებს - გთხოვთ, მოუსმინოთ პუტინის გამოსვლას. ნატოს პირველ ოცდაათ წუთში არც კი ახსენებს! მისი აკვიატება დემოკრატიული, თავისუფალი, დამოუკიდებელი უკრაინაა“, – წერს Twitter-ზე მაკფოლმა, რომელიც რუსეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობას 2012-2014 წლებში, ობამას ადმინისტრაციის პერიოდში, იკავებდა. დღეს მას რუსეთში შესვლა აკრძალული აქვს.

21 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომის შემდეგ, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობას მიმართა და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ აცნობა. გარდა ამისა, კრემლში ხელი მოაწერეს ე.წ. რესპუბლიკებთან თანამშრომლობის შეთანხმებებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]