weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უსაფრთხოების საბჭომ უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო 

17:29 ოთხშაბათი, 23 თებერვალი 2022

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ, მთელ უკრაინაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარდა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილება უმაღლესმა რადამ 48 საათის განმავლობაში უნდა დაამტკიცოს. 

საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობა 30 დღით ცხადდება და საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტს მისი გახანგრძლივების შესაძლებლობა ექნება. 

დანილოვმა აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული შეზღუდვები სხვადასხვა რეგიონში შესაძლოა განსხვავებული იყოს. 

„რა შეიძლება იყოს ეს? იქნება საზოგადოებრივი წესრიგის და ობიექტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის და ეროვნული ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობას, დაცვის გაძლიერება, ტრანსპორტის გარკვეული მოძრაობის შეზღუდვა, ფიზიკური პირების ამა თუ იმ დოკუმენტის შემოწმება. ანუ ეს არის პრევენციული საკითხები, რათა შენარჩუნდეს სიმშვიდე, იმუშაოს ჩვენმა ეკონომიკამ და ქვეყანამ“, – განაცხადა ალექსეი დანილოვმა. 

გარდა ამისა, დღესვე, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა შეზღუდვები დააწესა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ესაზღვრება ბელარუსს, რუსეთს და უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებს. კერძოდ, შეიზღუდა სასაზღვრო ზონაში ღამის საათებში დარჩენა, დრონების გაშვება, ფოტო და ვიდეო გადაღება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]