weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

შოკირებული ვარ უკრაინაში განვითარებული საშინელი მოვლენებით – ბორის ჯონსონი

11:00 ხუთშაბათი, 24 თებერვალი 2022

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, მოკავშირეებთან ერთად, მტკიცედ უპასუხებს პუტინს.

„შოკირებული ვარ უკრაინაში განვითარებული საშინელი მოვლენებით. ველაპარაკე პრეზიდენტ ზელენსკის შემდგომი ნაბიჯების შესახებ. 

უკრაინაზე ამ არაპროვოცირებული თავდასხმით პრეზიდენტმა პუტინმა სისხლისღვრისა და ნგრევის გზა აირჩია. ბრიტანეთი და ჩვენი მოკავშირეები მტკიცე პასუხს გასცემენ მას“, – დაწერა ბორის ჯონსონმა Twitter-ზე. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ 24 თებერვალს, გამთენიისას განაცხადა და უკრაინელ ჯარისკაცებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. უკრაინის სახელმწიფო უწყებების ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა მათ საზღვრებს ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდანაც შეუტიეს.

უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ეს არის სრულმასშტაბიანი, დაპყრობითი ომი. მისივე თქმით, მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს პუტინი. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]