„გაერთიანებული ძალები ღირსეულ პასუხს სცემენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს. სამხედრო ნაწილები თავიანთ პოზიციებზე არიან. მტერი დანაკარგს განიცდის. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ენდეთ უკრაინელ მცველებს“, – ნათქვამია გენშტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მათი თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია უარყო. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, სამინისტრო ამტკიცებს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები „დათრგუნულია“, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ბაზების სამხედრო ინფრასტრუქტურა გამოსულია მწყობრიდან, ხოლო უკრაინელი მესაზღვრეები წინააღმდეგობას არ უწევენ რუსულ დანაყოფებს.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს, რომ უკრაინულ ქალაქებზე თავდასხმას უარყოფს და აცხადებს, რომ მშვიდობიან მოსახლეობას არაფერი ემუქრება.