weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

13:50 ხუთშაბათი, 24 თებერვალი 2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. 

„ეს დილა ისტორიაში შევიდა, მაგრამ ეს ისტორია სრულიად განსხვავებულია ჩვენი ქვეყნისთვის და რუსეთისთვის. უკრაინა არ დათმობს თავისუფლებას“, – განაცხადა ზელენსკიმ ბრიფინგზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მოთხოვნით 22 თებერვალს მიმართა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

დღეს, 24 თებერვალს, გამთენიისას, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები აღმოსავლეთ უკრაინაში შეიჭრნენ. 

უკრაინაზე შეტევა ადგილობრივი დროით 05:00 საათზე (თბილისის დროით დილის 7 საათი) დაიწყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მათი ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა აღმოსავლეთში, განხორციელდა სარაკეტო შეტევები აეროდრომებზე, და უკრაინის შეიარაღებლი ძალების სამხედრო ობიექტებზე. 

როგორც სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რუსეთის ძალებმა უკრაინის საზღვრებს ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდანაც შეუტიეს. უწყების თანახმად, ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვისა და ჟიტომირის ოლქებში სასაზღვრო ქვედანაყოფებზე, სასაზღვრო რაზმებსა და საგუშაგოებზე თავდასხმები არტილერიის, მძიმე ტექნიკის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მიმდინარეობს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ვლადიმერ პუტინს უკრაინის განადგურება სურს, მაგრამ უკრაინელი სამხედროები ღირსეულ წინააღმდეგობას წევენ. როგორც ზელენკიმ განაცხადა, უკრაინას არა მხოლოდ ბომბებით, არამედ ყალბი ცნობების (ე.წ. ფეიკების) გავრცელებითაც უტევენ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]