weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დაბომბვის შედეგად 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და 10-მდე სამოქალაქო პირი დაიღუპა

16:34 ხუთშაბათი, 24 თებერვალი 2022

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სამხედრო ობიექტებსა და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად, 24 თებერვლის ღამეს, 40-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, არსეტოვიჩმა თქვა, რომ არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსალხეობას შორისაც, კერძოდ, დაღუპულია 10-მდე სამოქალაქო პირი. 

ოლექსი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის სარდლობა იმედოვნებდა, რომ უკრაინელ სამხედროებს შორის მნიშვნელოვნად მეტი მსხვერპლი იქნებოდა, უკრაინის შეიარაღებული ძალები კი რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას ეწინააღმდეგებიან.

არესტოვიჩის თქმით, ყველაზე მწვავე ვითარება ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებშია, სადაც გრძელდება მძიმე ბრძოლები უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის. მისი ინფორმაციით, რუსეთის შეტევების მხრივ ასევე სახიფათო მიმართულებებია ყირიმის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის მიმართულებები. ოლექსი არსეტოვიჩის თქმით, ხარკოვში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 4 რუსული ტანკი ააფეთქეს. 

„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, არესტოვიჩი ამბობდა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ყველა ზემოაღნიშნული მიმართულებით უკრაინის ტერიტორიაზე არაუმეტეს 10 კილომეტრით შეაღწიეს. 

„ჩერნიგოვის მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა რუსული დანაყოფები აიძულეს უკან დაეხიათ ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებს შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე, სადაც ისინი სავარაუდოდ გადაჯგუფდებიან და გეგმავენ შემდგომ შეტევას. რუსეთის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი შეტევა მოხდა ვოლინის მიმართულებით. ბელარუსის ტერიტორიიდან არაუმეტეს 2-3 რუსული ტანკი და 50-მდე რუსი ჯარისკაცი გადმოვიდა“, – განაცხადა ოლექსი არესტოვიჩმა.

რუსეთი უკრაინას თავს დილის 5 საათზე დაესხა. ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო. უკრაინამ რუსეთთან უკვე გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]