weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთის ძალებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს

21:52 ხუთშაბათი, 24 თებერვალი 2022
Reuters-ის ფოტო Reuters-ის ფოტო

უკრაინელმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარეს. გამოცემა Unian-ის ცნობით, ეს ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა დაადასტურა.

პოდოლიაკის თქმით, ამ დროისთვის, სადგურს საფრთხე ემუქრება და იქ პროვოკაციის საფრთხე არსებობს.

„სასტიკი ბრძოლის შემდეგ ჩერნობილის ობიექტზე კონტროლი დავკარგეთ. ყოფილი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ობიექტების მდგომარეობა და ატომური ნარჩენების საცავის მდგომარეობა უცნობია.

შეუძლებელია იმის თქმა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური უსაფრთხოდაა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხე დღეს ევროპისთვის.

ვიცნობთ რა რუსების ჩვევებს, ისინი ალბათ უკვე ამზადებენ პროვოკაციულ რაღაცებს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, ან ისარგებლებენ თავდასხმის დროს ობიექტებზე მიყენებული დაზიანებებით, რათა ამასში უკრაინა დაადანაშაულონ, ან თავად დააზიანებენ ამ უდავოდ ყველაზე საშიშ ობიექტებს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

რუსეთის ჯარები უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილში, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ზონაში ბელარუსის ტერიტორიიდან შევიდნენ. მტერს წინააღმდეგობას უწევდნენ ეროვნული გვარდიის წევრები, რომლებიც საშიში რადიოაქტიური ნარჩენების საცავს იცავდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]