weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

VTB ბანკის აქტივებს გაყინვა და „აეროფლოტის“ ფრენების აკრძალვა – ბრიტანეთის ახალი სანქციები

22:21 ხუთშაბათი, 24 თებერვალი 2022

უკრაინაში ომის წამოწყების გამო, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. სანქციები პარლამენტში გამოსვლის დროს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გამოაცხადა და თქვა, რომ რუს ოლიგარქებს დასამალი ადგილი არ ექნებათ.

„ჩვენ შევქმნით ახალ სპეციალურ „კლეპტოკრატიის უჯრედს“ დანაშაულის ეროვნულ სააგენტოში, რომელიც მიზანში ამოიღებს სანქციებისგან თავის დაძვრენის საკითხს და დიდ ბრიტანეთში დამალულ კორუფციული რუსულ აქტივებს. ეს ნიშნავს, რომ ოლიგარქებს ლონდონში არსად ექნებათ დასამალი“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი რუსეთს შემდეგ სანქციებს უწესებს:

  • რუსეთის სახელმწიფო ავიაკომპანია „აეროფლოტს“ აეკრძალება დიდი ბრიტანეთის მიმართულებით ფრენა;
  • გაიყინება ყველა რუსული ბანკის აქტივები, ისინი გაითიშებიან ბრიტანეთის ფინანსური სისტემისგან. აშშ-სთან შეთანხმებით, დაუყოვნებლივ და მთლიანად იყინება ბანკ VTB-ის აქტივები;
  • დაინიცირდება კანონპროექტი, რომელიც რუს კომპანიებსა და სახელმწიფოს აუკრძალავს კრედიტების აღებას დიდ ბრიტანეთში;
  • გაიყინება 100-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის აქტივები;
  • რუსეთში აიკრძალება სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების საქონლის, ასევე მაღალტექნოლოგიური საქონლის ექსპორტი;
  • რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტების მოცულობა ბრიტანეთის ბანკებში შეიზღუდება;
  • ბრიტანეთი აპირებს მოკავშირეებთან იმუშაოს, რათა რუსეთი გამოთიშოს SWIFT გადახდის სისტემიდან, თუმცა ჯონსონმა თქვა, რომ „ამის გაკეთება რთულია“;
  • აღდგომამდე ბრიტანეთი ცვლილებებს შეიტანს ეკონომიკური დანაშაულის შესახებ კანონებში;

დიდი ბრიტანეთი გეგმავს, მსგავსი სანქციები დააწესოს რუსეთის მოკავშირე ქვეყნის, ბელარუსის წინააღმდეგაც.

22 თებერვალს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები ხუთ რუსულ ბანკს, ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენებს დაუწესა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]