„უკრაინელი სამხედროების ფორმაში გადაცმულმა რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებმა ორი მანქანა ჩაიგდეს ხელში და ობოლონის მხრიდან მაღალი სიჩქარით მიემართებიან კიევის ცენტრისკენ. მათ მოსდევს რუსული სამხედრო სატვირთო მანქანების კოლონა. ისინი აუცილებლად განადგურდებიან“, – დაწერა ანა მალიარმა Facebook-ზე.
Facebook-ზე განცხადება გაავრცელა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალებმაც. უკრაინელებს აფრთხილებენ, რომ მტერი მათ ტექნიკას იყენებს.
„გარდა ამისა, დამპყრობლები უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ფორმებში არიან გამოწყობილები. უკრაინის მოქალაქეებს ვთხოვთ ფხიზლად იყვნენ და ნებისმიერი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში აცნობონ სამართალდამცავ უწყებებს“, – ნათქვამია სახმელეთო ძალების განცხადებაში.
მათივე ბოლო ინფორმაციით, კიევის ცენტრისკენ მოძრავი კოლონა დაზიანებულია.