weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ლავროვის თქმით, რუსეთს უკრაინელების დამოუკიდებლობა სურს

17:14 პარასკევი, 25 თებერვალი 2022

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს სურს, უკრაინელი ხალხი დამოუკიდებელი იყოს და ჰქონდეს შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს თავისი ბედი. 

„პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ დაინტერესებულნი ვართ იმით, რომ უკრაინელი ხალხი იყოს დამოუკიდებელი, რომ ჰყავდეს მთავრობა, რომელიც წარმოადგენს მთელ მის მრავალფეროვნებას და რომელიც არ იქნება გარედან მმართველობის ქვეშ, მომართული ნეონაცისტების წახალისების, რუსების გენოციდის და რუსეთის შეკავების ინსტრუმენტად უკრაინის გამოყენებისკენ“, – განაცხადა ლავროვმა. 

სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთს არ შეეძლო ყურადღება არ მიექცია ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერებისთვის, რომლებიც სამხედრო დახმარებას ითხოვდნენ.

„ჩვენი მოკავშირული ვალდებულებების შესაბამისად, პრეზიდენტმა პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის დელიმიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების თაობაზე, რათა გაათავისუფლოს ამ ჩაგვრისგან, უკრაინელებს თავისუფლად შეეძლოთ თავიანთი მომავალის განსაზღვრა“, – ამბობს ლავროვი.

რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. მანამდრე, 21 თებერვალს, პუტინმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიბზე არსებული ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. 22 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საბჭომ პუტინს შეიარაღებული ძალების რუსეთის საზღვრებს გარეთ გამოყენების ნება დართო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]