weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

რუსეთს ევროპის საბჭოში წევრობა შეუჩერდა

20:26 პარასკევი, 25 თებერვალი 2022

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, უკრაინაში შეჭრის გამო, ორგანიზაციაში რუსეთის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას მინისტრთა კომიტეტის და საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში.

„შეჩერება არის არა საბოლოო, არამედ დროებითი ღონისძიება, რაც კომუნიკაციის არხებს ღიას ტოვებს“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში.

ამასთან, რუსეთის ფედერაცია რჩება ევროპის საბჭოს წევრად და შესაბამისი კონვენციების, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მხარედ. გარდა ამისა, ქვეყანა ინარჩუნებს წარმომადგენლობას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სასამართლო გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების განხილვას და მათზე გადაწყვეტილების მიღებას.

რუსეთს ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]